Tuesday, April 10, 2012


პროექტის სახელწოდება:    მეგობრობა გზად და ხიდად

მთავარი იდეა:  ფუტკარის და მტრედის მიხედვით დავანახოთ ჭეშმარიტი მეგობრის სახე, გაიგონ თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს მეგობრობას, რომ მეგობრობა და თანადგომა გადაარჩენს სამყაროს.
პროექტის აქტუალობა:  ბავშვებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ წარმოდგენა მეგობრობაზე და შეეძლოთ მისი გათავისება, მეგობრისადმი თანადგომა.
პროექტის მიზნები:  ბავშვები   დაფიქრდნენ  ფუტკრისა და მტრედის საქციელზე და შეძლონ  მწერისა და ფრინველის საქციელის გათავისება,  საკუთარი თავის შეფასება მეგობრის როლში.
მონაწილეთა ასაკი:  8-9 წელი, დამხმარეები(14-15 წლის)
ვადები/ხანგრძლივობა:  აპრილი-მაისი
მოსალოდნელი შედეგები:   კლასში შეიქმნება ერთიანი და მეგობრული გარემო, მოსწავლეები მიეჩვევიან ერთმანეთისადმი პატივისცემას, განუვითარდებათ ერთმანეთისადმი თანადგომა. შეიქმნება ნახატები, პრეზენტაციები, რომლებიც განთავსდება ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, პროექტორი, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები
პროექტის მსვლელობა: ბავშვები ეცნობიან ნაწარმოებს „ფუტკარი და მტრედი“,  ქმნიან ნახატებს, მოიძიებენ ინფორმაციას მეგობრობაზე, შექმნიან პრეზენტაციას, მოეწყობა ნახატების გამოფენა, მოძიებულ ინფორმაციას მაღალი კლასის მოსწავლეებთან ერთად განათავსებენ ბლოგზე.  მოემზადებიან  სკოლის საზოგადოების წინაშე ანგარიშის წარსადგენად.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:   პროექტის განხორციელებისას მიღებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, მსჯელობა გამოადგებათ სხვადასხვა საგნის შესწავლისას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ნანა მსახურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.msaxuradze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gantiadi12.blogspot.com